გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თხევადი აირით მამაკაცი მოიწამლა

6-02-2019

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, 36 წლის მამაკაცი მოიწამლა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირი ჩაჭრილი იყო და ოჯახი თხევადი აირის ბალონით სარგებლობდა.


მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში გაზის სპეციფიური სუნი იდგა, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში" გადაიყვანა.


ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.



interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031