გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააგენტო: თბილისში ოთხ ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ჰაერში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას

6-02-2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტყვიის შემცველობის დასადგენად, გასულ კვირას ჰაერის სინჯები ქალაქის ოთხ ლოკაციაზე აიღეს: დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, N23 საბავშვო ბაგა-ბაღთან. დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, N40 საბავშვო ბაგა-ბაღთან, დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი 130-ე საჯარო სკოლასთან, დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, N19 ბაგა-ბაღთან.


ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სამინისტროს პორტალზე www.air.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930