გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქობულიამ დეპუტატებს 2019 წლის ძირითადი მიზნები და პრიორიტეტები გააცნო

13-02-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა დეპუტატებს ეკონომიკის სამინისტროს ხედვები და 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.


გიორგი ქობულიამ სხდომაზე ეკონომიკის ის ძირითადი პრიორიტეტული სექტორები დაასახელა, რომელთა განვითარებასაც მომავალი წლის საქმიანობის გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. მათ შორის გამოყო: ენერგეტიკა (გენერაციის ობიექტების განვითარება და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა),  სატვირთო ტრანსპორტი (სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება),  მომსახურების სექტორი (ტურიზმის შემდგომი განვითარება და BPO),  ასევე სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა (მაღალი დამატებითი ღირებულების საექსპორტო ქვესექტორების განვითარება (თხილი, კენკროვანები, ბოსტნეული, ხილი, მეთევზეობა, მესაქონლეობა).


მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა წარმოების სექტორზე, ისეთ პრიორიტეტულ საექსპორტო სექტორების განვითარებაზე, როგორიცაა ტყავის, ტექსტილის, ავეჯის, ავტონაწილების წარმოებაელექტრონიკის აწყობა.


„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების მართვა, რაც გულისხმობს წიაღისეულის პოტენციალის სრული ათვისებას ნავთობის და გაზის ჩათვლით, ასევე პრიორიტეტულია ინოვაციური წარმოებები, ინტერნეტიზაცია, IT და ციფრული ტექნოლოგიები“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031