გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19-02-2019

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებულები გ.გ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 მაისს, გ.გ და პ.დ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ ქ.ქუთაისში, შპს „იკა-ტურიზმის“ თანამშრომელს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ფირმის კუთვნილ 8 850 აშშ დოლარს და 2050 თურქულ ლირას დაეუფლნენ.


სამართალდამცველებმა გ.გ. და პ.დ. 2018 წლის 19 მაისს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930