19-02-2019
მაკრონი: მსურს იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ, ისევე, როგორც - 2008 წელს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა იმ ქართველი სამხედროების გამო, რომლებიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგ ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებიან. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ყოველთვის აღიარებს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებს.
„მსურს იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ, ისევე, როგორც - 2008 წელს. ჩვენ ყოველთვის დიალოგის, დიპლომატიის მომხრე ვართ. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ პოლიტიკურად ვიღებთ ვალდებულებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებთან მიმართებაში, ერთობლივად გადავჭრათ პრობლემები. ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ დიალოგის გაგრძელებას ჟენევის ფორმატში. არ გავჩუმდებით და ყოველთვის დავგმობთ რუსეთის ქმედებას.
საფრანგეთი მუდმივად ახსენებს რუსეთს, გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა და შეუშვას ევროკავშირის მისიები სეპარატისტულ რეგიონში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან სამხრეთ აფრიკაში“ - აღნიშნა მაკრონმა.