გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტენდერში გამარჯვების  ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს  თანამშრომელი დააკევს

30-01-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სსიპსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსმთავარი სპეციალისტი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც  სსიპსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსსატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს  სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების  ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით ჯამში  2 500 ლარი მოსთხოვა. აქედან 1 000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა.

 

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930