6-03-2019
ხელოვნების სასახლის და „გუგლს“ (Google) მორიგი ერთობლივი პროექტი მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს.
პროექტი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა „გუგლი ქალჩერ ინსტრუქშენ“ (Google Cultural Institute) პლატფორმაზე დღეს განთავსდა და მსოფლიოს გამომგონებლებისდმი მიძღვნილი იმ დიდი გამოფენის ნაწილია, რომელსაც „ცდა მსოფლიოსათვის“ ეწოდება.
დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამოგონებელია, რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი იხილავს.
„დავით კაკაბაძე: ექსპერიმენტები ხელოვებასა და ტექნოლოგიაში“ (David Kakabadze: experiments with art and technology) ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენას რომელიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების ბაზაზე მომზადდა და რომელიც 14 სლაიდს მოიცავს. ვირტუალური ტური 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებული სინემატოგრაფის შესახებ მოგვითხრობს.
დავით კაკაბაძის შემოქმედებასა და სამეცნიერო გამოგონებასთან ერთად, 23 ქვეყნის 110-ზე მეტი მუზეუმი მსოფლიო საზოგადოებას მოძრავი კინოს პიონერისა და მსოფლიოში პირველი კინოსტუდიის დამაარსებლის – ჟორჟ მილიეს (Georges-Jean Méliès), ასევე, 1989 წელს ტიმ ბერნერს ლის (Tim John Berners-Lee) მიერ შექმნილი მსოფლიო აბლაბუდაზე (WorldWideWeb), ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპის – ჰაბლისა (Hubble Space Telescope) და სხვა მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევაზე უყვება.
კავკასიიდან საქართველო პირველი ქვეყანაა რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში იღებს მონაწილეობას.
ვირტუალური გამოფენა ხელოვნების სასახლის მიერ მომზადდა და ის მუზეუმის მიერ ვირტუალურ სივრცეში განთავსებული მეშვიდე გამოფენაა.