გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთმის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

31-01-2018


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ქმედების ჩასადენად  მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ . დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული . ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც . ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.

 

2018 წლის 30 იანვარს, ზაურ - მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა,3 000 ლარი,რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება  უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 339- მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დანწლამდე ვადით).

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930