გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის სააგენტომ 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი ამოიღო

22-03-2019

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას.


თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან - შპს "დადუსა" და "შპს "ინაში" დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს "ნიკორა"-დან (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ "ნიკორასთან") ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს "მიროში" აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად - 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.


აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში - შპს "ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა" და შპს "ახალი ხორცში" დარღვევები არ დაფიქსირებულა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031