გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისი უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში დაწინაურდა

22-03-2019

საერთაშორისო კვლევით პორტალ „ნუმბეოზე“ გამოქვეყნებული დანაშაულის და უსაფრთხოების ინდექსების შესაბამისად, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის მოხვდა.


„ნუმბეომ“ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 337 ქალაქის უსაფრთხოება და კრიმინალური ინდექსები გამოიანგარიშა. უსაფრთხოების ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი კრიმინალური ინდექსის მქონე ქალაქებიდან, თბილისთან ერთად მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქებს შორის დასახელდნენ: მიუნხენი, ციურიხი, ჰონკონგი, აბუ-დაბი და ოსაკა.

გასული წლის ანალოგიური კვლევით, თბილისი, 327 ქალაქს შორის მე-16 ადგილზე იყო. წელს თბილისში დანაშაულის დონე შეფასებულია მაჩვენებლით – ძალიან დაბალი (15,64); ასევე, ძალიან დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული ავტომანქანების გატაცება (10,73), თავდასხმა და შეიარაღებული ძარცვა (16,86) და სხვა

თბილისში, პიროვნების უსაფრთხოების ინდექსი, დღის საათებში 91,4, შეფასებულია როგორც ძალიან მაღალი, ხოლო იგივე ინდექსი ღამის საათებში – 78,18, შეფასებულია, როგორც მაღალი.


საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი „ნუმბეოს“ კვლევებით 2018 წელსაც გაუმჯობესდა. ცნობილი კვლევით პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შარშან საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით მეხუტე ადგილი დაიკავა.

კვლევითი პორტალი „ნუმბეო“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031