გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ასპინძის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ

22-03-2019

დღეს, 22 მარტს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის (სისხლის ბანკის) მიერ ორგანიზებულ უანგარო დონორობის აქციას შეუერთდნენ.


აქციაში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტში შემავალი ა(ა)იპ-ებისა და ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა.


"აჩუქე სიცოცხლე გახდი დონორი'' ფარგლებში სისხლის ჩაბარება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


უანგარო დონაციაში მონაწილეობის მიზანია საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.


აქცია ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მათ, რომელებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს:
-სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 65 წლამდე;
-დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი;
-ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი);
-არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი);
-არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24-36 საათის განმავლობაში.


ამ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.


სისხლის ჩაბარების აქცია მუდმივად იმართება როგორც თბილისში, ისე - საქართველოს ყველა რეგიონში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031