გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: საქართველოში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე

22-03-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა.


არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს, განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ
საქართველოში საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, რაც სერიოზული პრობლემაა.


„თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ - „ყველა ციხეში“, რომელიც, სხვათა შორის, ამ დარბაზში გაჟღერდა და ზოგიერთმა თქვენგანმა ოვაცია გამოხატა ამ სიტყვების მიმართ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, კრიმინალს ხელისუფლება უპირისპირებს კანონით დადგენილ პოლიტიკას, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე, მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის, პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე.


ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას.

„მიგვაჩნია, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრის უსაფრთხოება" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930