გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თალაკვაძე: პოლიციაში მუდმივად მიმდინარეობს რეფორმები, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება

22-03-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებების პასუხად განაცხადა, რომ ოპოზიციას უბრალოდ არ აინტერესებს მომავალში რა უნდა გაკეთდეს, მათ არც შეთავაზება აქვთ, არც ინტერესი, რომ დაგეგმილ ნაბიჯებზე დასვან კითხვები.


„პირველ რიგში რა არის მნიშვნელოვანი და რას ვხედავთ ჩვენ. პარლამენტში ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს რეფორმებს, რომელიც ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ყველა სახელმწიფოს აქვს. ყველა სახელმწიფოს აქვს კრიმინალთან ბრძოლის, დანაშაულთან ბრძოლის გამოწვევა და რა თქმა უნდა, ის აქვს საქართველოსაც, მაგრამ მნიშვნელოვანია რას აკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით. ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ეს არის ადამიანის უფლებების რეფორმა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა თქვენი ხელისუფლების პირობებში პრიორიტეტი. ეს არის პრევენციული მიმართულებები, მართლწესრიგის ოფიცერი, ვიდეო მონიტორინგის ახალი სისტემა, საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც ზუსტად მიზეზებზე არის სწორება და ის რომ კრიმინალური სამყარო იქვე, პრევენციულად ამ საკანონმდებლო ცვლილებებში არის ზუსტად მიმართული. კონკრეტული ქმედებებია ჩადებული, როცა კრიმინალური სუბკულტურას თუ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას ვეხებით. სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ტარდება სამინისტროში - ეს არის ტექნოლოგიური გადაიარაღება, ეს არის ოპერატიული მართვის გაუმჯობესება თუ საგამოძიებო რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. რა კეთდება პროკურატურის მიმართულებით! - პროკურატურის რეფორმა, დამოუკიდებლობის გაძლიერება, საკადრო განახლება - ეს არის კომპლექსური მიდგომა, იმიტომ რომ ერთი სამინისტრო, ერთი უწყება, რა თქმა უნდა, დანაშაულს ვერ დაამარცხებს. რა კეთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ? უსაფრთხოების მიმართულება ნახეთ, ტერორისტთან ბრძოლა ნახეთ, ნახეთ იმ რისკებთან გამკლავება, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეფორმების შედეგად სისტემა რესოციალიზაციაზე მიმართულებებზეა ორიენტირებული, რაც რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ მიდგომებთან.

არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც წლების წინ ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდნენ, წლების წინ აღრიცხული დანაშაულების სტატისტიკაც გააცნო.


უმრავლესობის ლიდერის თქმით, ქვეყანაში პოლიციის საქმიანობა შეუფასებელია და წარმოუდგენელია თუნდაც ერთი დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციელების საქმიანობის გარეშე.


„ვერანაირი ხელფასი გადაიხდის იმ რისკს და იმ თავდადებას, რომელსაც პოლიციელები ყოველდღე თავის სამსახურში იჩენენ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი აკეთებენ“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისივე განცხადებით, პოლიცია სისტემურ განახლებას და რეფორმირებას მუდმივად საჭიროებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930