გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

22-03-2019

მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ძველი საფლავის ქვა იპოვეს.


აღმოჩენას არქეოლოგები შეისწავლიან.


ამ ეტაპზე აღმოჩენის ადგილას შეჩერებულია სამუშაოები.


თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს 1,5 თვეა აწარმოებს.


სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.


სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია "პალიტრა" აწარმოებს და ის ივლისში დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930