გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავის ეპარქიამ სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეო გამოაქვეყნა

9-04-2019

რუსთავის ეპარქიამ Facebook-ის გვერდზე იმ შეხვედრის კადრები გაავრცელა, სადაც ბერი გაბრიელის მტკიცებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.


„ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი"- ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.


რუსთავის პეტრე-პავლეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრისა და მონასტრის ბერის დაპირისპირების მიზეზი „ფეისბუქლაივები“ და პირდაპირ ეთერში წაკითხული ლოცვები გახდა.

„იმედის კვირასთან“ საუბარში ბერი გაბრიელი ამბობს, რომ მღვდლებმა მიტროპოლიტის თანდასწრებით სცემეს. ცემის ფაქტს არ ადასტურებს ტაძრის წინამძღვარი.

ინციდენტის თვითმხილველი იხსენებს, რომ 26 მარტს, სასულიერო პირების შეხვედრისას, მეუფის სატრაპეზოდან ხმაური გაიგო.

ასევე თვითმხილველების თქმით, ბერმა გაბრიელმა მეუფე იოანეს და 14 სასულიერო პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საცემადაც გაიწია, რის შემდეგაც ის ეპარქიის ტერიტორიას გაარიდეს.


იმედინიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930