გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში პატრულმა გოგო გადაარჩინა

11-04-2019

რუსთავში, კლინიკა რუსთავის სახურავიდან 16 წლის გოგოა ხტებოდა. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით გოგო კლინიკაში მკურნალობდა. მან მოულოდნელად დატოვა პალატა, ავიდა შენობის სახურავზე და გადმოხტომას აპირებდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

კლინიკაში იმყოფებოდა გოგოს დაც, სწორედ მას ჰქონდა პირველი კომუნიკაცია არასწრულწლოვანთან. მოგვიანებით სახურავზე ავიდნენ კლინიკის დაცვის სამსახურის და პატრულის თანამშრომლები სერგო ნადირაძე და გელა თიბიაშვილი, მათ გადააფიქრებინეს გოგოს სუიციდი და დაბლა ჩამოიყვანეს.


ინფორუსთავი


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930