გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2018-2019 წლების „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

11-04-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში „ეტალონის“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.


ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან.


ჩემპიონატის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ღონისძიების მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც თითოეულ მონაწილეს უდიდესი ტკივილის დაძლევაში ეხმარება. 


2018-2019 წლების „ეტალონი მოსწავლე“ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ არშბა გახდა. დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი, მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე, ბესიკ ოდიშარია, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი, ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930