გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკის საელჩომ "შაბათის კურიერის" მხრიდან მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა

14-04-2019

"შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით იყო მომზადებული, გადაცემის ავტორებს თავის მართლება მოუწიათ.


კურიერში გასული სიუჟეტში ნახსენები იყო ქართველი იუნკერის მხრიდან ამერიკელ იუნკერ გოგონაზე შესაძლო ძალადობის ფაქტი.


"რუსთავი 2-ს" ამერიკის საელჩოდან აცნობეს, რომ ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამებოდა, რის შემდეგაც "შაბათის კურიერს" თავის მართლება მოუხდა.


"თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ქართულ მხარესთან ერთად ჩაატარეს. კურიერს საელჩოდან აცნობეს რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა", - აღნიშნეს "რუსთავი 2-ში".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031