გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ქართული ენის დღე პერფორმანსით აღინიშნა

15-04-2019

,,ენა საღვთო რამ არისო“ - ბრძანებს დიდი ილია. ,,მისი წახდენა ერის დაცემააო“ - გვმოძღვრავს პოეტი.


ენას ძეგლი აუგო ქართველმა... დღე სასწაულიც დაუნიშნა - 14 აპრილი..." - ასე დაიწყო დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი სენაკში, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის“ ნორჩმა მსახიობებმა მიიღეს.


ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი იყო, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


,,ჩვენ, მომავალმა თაობამ, არა მხოლოდ პატივი უნდა მივაგოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობის მქონე ქართულ ენას, არამედ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, სათანადოდ დავაფასოთ და გვიყვარდეს იგი.“


,,დაიცავი დედა ენა! არა - ბარბარიზმს!“- ამ გზავნილებით დასრულდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში გამართული ღონისძიება, რამაც ქართული ენის უნიკალურობასა და სიდიადეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930