გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 0,1 პროცენტით შემცირდა

15-04-2019

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წ. მიმდინარე წლის იანვარი-მარტის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.


საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.1 მლნ. აშშ დოლარი (4.7 პროცენტით ნაკლები).


უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2019 წლის იანვარ-მარტში 1 155.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031