გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი მოსწავლეების მორიგი საერთაშორისო წარმატება

15-04-2019

ქალაქ კიევში ევროპის გოგონათა მათემატიკის მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა, რომელშიც ევროპის 36, ჯამში კი, მსოფლიოს 49 ქვეყანა (მათ შორის აშშ, იაპონია, ბრაზილია, ავსტრალია და სხვ.) მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: 1 ოქრო, 2 ვერცხლის მედალი და 1 საპატიო სიგელი.


საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის ქვეყნებს შორის მე-8, ხოლო საერთო ჩათვლაში მე-11 ადგილზე გავიდა. ანა ონოფრიშვილიმა ოქროს მედალი, თამარ კორკოტაშვილმა ვერცხლის მედალი, მარიამ ივარდავამ ვერცხლის მედალი, ხოლო ქეთი სულამანიძემ საპატიო სიგელი მოიპოვეს. საპატიო სიგელის მფლობელი გახდა ასევე ანა მარია მექერიშვილი, რომელიც ჰოლანდიის გუნდის სახელით მონაწილეობდა.


მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ ევროპის გოგონათა მათემატიკის მე-10 ოლიმპიადა 2021 წელს საქართველოში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. უნივერსიტეტის რექტორატის ინიციატივას - უმასპინძლონ ამ უდიდეს ფორუმს, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ასეთი დონის და მასშტაბის მათემატიკური ფორუმი (ოლიმპიადა, შეჯიბრი) ჩვენთან აქამდე არ გამართულა.


ნაკრები გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობა დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930