გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ოდიშარია: პროექტი, რომლის შექმნაზეც უკანსკნელი ათწლეულია ვმუშაობ, არც ოჯახისაგან და არც არცერთი მთავრობისგან საჩუქრად არ მიმიღია

19-04-2019

"პროექტი, რომლის შექმნაზეც უკანსკნელი ათწლეულია ვმუშაობ და რომელსაც ვქმნიდი ჩემი შრომით, დახარჯული დროისა და ენერგიის ხარჯზე და არც ოჯახისაგან და არც არცერთი მთავრობისგან საჩუქრად არ მიმიღია ბუნებრივია ღირებულია ჩემთვის და მისი დთმობა ჩემს მიერ მოხდა მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესისა და ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხედვების გათვალისწინებით-ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.


თუმცა, მისივე თქმით აღსანიშნავია რომ აღნიშნული ნაკვეთებზე მათი შეძენისას, როგორც აუქციონებზე ასევე კერძო პირებისგან, არც ერთ ეტაპზე არ იყო მშენებლობის შეზღუდვა და იქ გათვალისწინებული იყო საცხოვრებელი ზონა.


"ადგილმონაცვლებითი მოლაპარაკებების სახელმწიფო სტრუქტურებთან და მუნიციპალიტეტებთან წარმოებისას მოქმედი კანონმდებლობით მხედველობაში მიიღება, მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასება და სწორედ ამ შეფასებაზე დაყრდნობით ჩემი პროექტის მონაცვლეობა მოახდინა თბილისის საკრებულომ მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ფართობზე, რომლის შეფასებაც ასევე მოახდინა სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.


ეს არის ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გზა კერძო საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ამ ამოცანაში ტოლობის ნიშნის არსებობის.
დანარჩენი რასაც ვისმენთ იყო და არის ფაქტების გაყალბება და პოლიტიკური ინსინუაცია"-განაცხადა ოდიშარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930