გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: კომპანია პანკისის ხეობის ფონდში ყოველწლიურად 120 ათას ლარს შეიტანს

22-04-2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პანკისის ხეობაში დაგეგმილი ენერგოობიექტების მშენებლობის საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

„რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები:

„ხადორი - 3“-ის სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია. მშენებლობის ხანგრძლივობა 12 თვე. დაგეგმილია აგრეთვე „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობა. რომლის აშენებაც 30 თვე გაგრძელდება. ორივე „მწვანე პროექტია“, კაშხალის გარეშე. ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია. გამოიმუშავებენ 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეც.

პირობები რასაც მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმი ითვალისწინებს: 

მოშორებით გადაინაცვლებს ელექტროგადამცემი ხაზი; 
მოწესრიგდება ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემა; 
ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობის სარგებლობისათვის სპეციალურად შექმნილ ფონდში შეტანილი იქნება 2018 წელს დახარჯული დენის ფასის ოდენობა; 
ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოიყენებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს; 
კომპანია იღებს ვალდებულებას მყისიერად მოაგვაროს წყლის მიწოდების შესაძლო პრობლემა; 
აშენდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი;
აშენდება ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი;
კომპანია, ყოველწლიურად, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს;
ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლირად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი. კომპანია „ფერის“ პანკისის ხეობაში უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები გადაამზადა, რომლებიც ამჟამად საქართველოს რეგიონებში მდებარე „ფერის“ სხვა პროექტებში არიან დასაქმებულები“-წერს გია ვოლსკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930