გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
"გალის განვითარების კონცეფციის" შესახებ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იმსჯელეს

11-03-2019

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტრუქტურულ ერთეულებთან მორიგი თათბირი გაიმართა. თათბირს უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამინისტროს თანამშრომლებიც. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში შემუშავებულ და სამინისტროში გამოგზავნილ პროექტზე – „გალის რაიონის განვითარების კონცეფცია“. მინისტრის რეზოლუციის შესაბამისად, აღნიშნულ პროექტზე მოსაზრებები და წინადადებები წერილობით დააფიქსირეს მინისტრის მრჩევლებმა , თანაშემწეებმა და ზოგიერთმა დეპარტამენტმა. მინისტრი შეეხო სახელმწიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, მათ შორის აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ ინოვაციებს, რომელიც ემსახურება დევნილი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031