გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომპანია „თელასმა“ 2019 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

25-04-2019

სს „თელასის“ 2019 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოქვეყნდა.


2019 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 763,1 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,4% (60,9 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2018 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობაზე (824 მილიონი კვტ*სთ). მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ანხორციელებს. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო 2018 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ შესყიდვები თავისუფალ ბაზარზე.


კომპანიის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-მარტში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10,4%-ით (84,4 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 725,1 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირება ასევე განაპირობა ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე გასვლამ.


სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2019 წლის სამი თვის მონაცემებით 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით (26,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 638,8 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 575,8 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 63 ათასი – იურიდიური პირი.


2019 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 697 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (257 კმ-ით) აღემატება 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (5 440 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031