გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ყაზტრანსგაზი" წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს

25-04-2019

„ყაზტრანსგაზი“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იმ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ.


კომპანია მათ სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება გაზდანადგარების და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას გამოიჩინონ.


„ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა როგორც იცით ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. `ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ახლოვდება დასვენების დღეები და ტრადიციულად დედაქალაქიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონებში მიემგზავრება. მოგმართავთ აბონენტებს, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, იმისათვის, რომ სახლიდან გასვლის წინ, გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები. „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ასევე გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს 24 საათის განმავლობაში" - აღნიშნავენ კომპანიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031