გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს

25-04-2019

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა გააუმჯობესოს გარემო და კლიმატის ცვლილების საკითხი როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე მოაგვაროს.


ამ დღეებში ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორში სამ ახალ პროექტს იწყებს. ისინი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მრავალრიცხოვან ქმედებებს ემატება და ყურადღებას წყალმომარაგების და სანიტარიული სისტემების რეაბილიტაციაზე, თანამედროვე ნაგავსაყრელების მშენებლობაზე, სამრეწველო დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ტყეების დაცვაზე, გაუმჯობესებული გარემოს საშუალებით ჯანდაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს.


სამი გარემოსდაცვითი პროექტის დაწყება გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის მეწინავე როლის დადამადასტურებელია. ეს ახალი ინიციატივები დაეხმარება საქართველოს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორებში და ხელს შეუწყობს გარემოსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის უკეთესად დაცვას.


საქართველოს გარემოს დაცვა;


პირველი ახალი პროექტი სახელწოდებით "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელების ხელშეწყობა" საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების განახორციელებაში დაეხმარება და საქართველოს ბუნების დაცვას, დაბინძურების შემცირებას და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
განმახორციელებელი პარტნიორი: კონსორციუმი TRANSTEC- ის ხელმძღვანელობით.


კლიმატის ცვლილება;


მეორე პროექტია "ევროკავშირი კლიმატისთვის" (EU4Climate), რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელდება. ეს ახალი პროექტი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილების დასაძლევად აერთიანებს. ეს ახალი პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს შეამციროს სათბურის გაზის ემისიები და შეასრულოს პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. იგი დაეხმარება კლიმატის ცვლილების შემცირებას და გარემოსა და ხალხის ცხოვრებაზე მის უარყოფით ზემოქმედებას შეზღუდავს.
განმახორციელებელი პარტნიორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).


გარემოსდაცვითი კეთილდღეობა;


მესამე ახალი პროექტია "ევროკავშირი გარემოსთვის" (EU4Environment), რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ განხორციელდება. ეს ახალი პროექტი აერთიანებს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს და ხელს შეუწყობს ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი კეთილდღეობის გაზრდას გარემოსდაცვით საქმიანობაში დახმარების, მწვანე ზრდის შესაძლებლობების გახსნისა და გარემოსდაცვითი რისკების და ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების შექმნის გზით.


განმახორციელებელი პარტნიორი: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930