გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა გვასალია: ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები აბსურდულია და გამოწვეულია იმ შიდა კვლევებით, რომლს მიხედვითაც, "ოცნების" კანდიდიატს მოსახლეობის 65 % უჭერს მხარს

25-04-2019

,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები აბსურდულია და გამოწვეულია იმ შიდა კვლევებით, რომლს მიხედვითაც ოცნების კანდიდიატს მოსახლეობის 65 % უჭერს მხარს” - ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, ლაშა გვასალია.


„ამ მონაცემების გამო ნაციონალები აგონიაში არიან და გადმოდიან აბსურდულ ბრალდებებზე, არავინ არ ახდენს ზეწოლას, ზეწოლები და ხალხის დაშინება მათი მოგონილია. აბსურდულია ნაციონალური მოძრაობის ბრალდება, თითქოს ჩვენ საარჩევნოდ არაზუგდიდელებს ვარეგისტრირებთ. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე და იმ კვლევას უკავშირდება, რაც ჩატრადა და რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია 65% ლიდერობს“ - აცხადებს ლაშა გვასალია. მისივე განმარტებით ცნობილია ნაციონალების ადგილობრივი ლიდერების ვინაობაც ვინც რეგიონის მუნიციპალიტეტებში აქტივის მობილიზებას და ზუგდიდში ჩაწერებს ახდენს.


,,რაც შეეხება ჩაწერების თემას, პირიქით მათი მხრიდან ხდება მომხრეების მობილიზება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ზუგდიდში ჩაწერა, შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები. ხობში ამ პროცესს ია ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს, წალენჯიხაში ელგიჯა მესხია, ფოთში კი დარეჯან ცხვიტარია, ეს ადამიანების ახდენს აქტივის მობილიზებას და ჩაწერების გაკეთებას. შეუძლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამას არჩევნებზე დავამტკიცებთ“ - აცხადებს ლაშა გვასალია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031