გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

25-04-2019

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის საკითხს შეეხებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრას მესამე სექტორი და დეპუტატები ესწრებოდნენ.


ეკა ბესელიას პროტესტი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მოხსენებამ გამოიწვია.


„აქ მოვედი, არა იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებულია, აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა ამ ცუდ კანონპროექტს მოსამართლეების არჩევის შესახებ და არა ამ დემაგოგიის მოსასმენად, მოვედი იმიტომ, რომ ვიცოდი ეს შეხვედრა იმართებოდა სამოქალაქო სექტორის ინიციატივით. ახლა იმის მოსმენა, რომ როგორი საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს მათ და რომ უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია და შეუძლებელია ამის მოსმენა. არ მინდა, ამისთვის დავხარჯო დრო. როცა ყველა გაკრიტიკებს, გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და მოსწონს მხოლოდ ჩინჩალაძის ჯგუფს, მე ამის მოსასმენად არ მოვსულვარ“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930