გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლავრენტი მაღლაკელიძე: მოსამართლეებს აქვთ აკადემიური თავისუფლება, ანუ ეს ადამიანები შემთხვევით და დაუმსახურებლად არ არიან მოხვედრილი თანამდებობებზე

7-05-2019

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არსებობას გამორიცხავს.


როგორც მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს თსუში, მრგვალი მაგიდის - ,,სამართლებრივი დიალოგი - მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები" დასრულების შემდეგ განუცხადა, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს არავისთან შეთანხმებით არ იღებენ.


"სასამართლოსთნ მიმართებით კრიტიკა თუ კი ის არის სამართლიანი და ობიექტური ეს მისაღებია, მაგრამ როდესაც ისმის დაუმსახურებელი კრიტიკა და ეს ითვალისწინებს ცალკეულ მოსამართლეთა დისკრედიტაციას ეს ყოვლად მიუღებელია, არამხოლოდ ჩემთვის არამედ სხვა მოსამართლეებისთვისაც. საუბარი იმაზე რომ სასამართლოში არის კლანი და სასამართლოს მართავს ვიღაც პიროვნება ან პიროვნებები - ეს წარმოუდგენელია. არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც პირადად ჩემს მიერ არის მიღებული ან მისაღები არავისთნ შეთანხმებით არ ხდება. მე ჩემს გადაწყვეტილებაში ვარ დამოუკიდებელი და ყველა ჩემ სათქმელს ვამბობ ჩემს გადაწყვეტილებაში, ამიტომ ნებისმიერი მხარისათვის მისაღები და მიუღებელი გადაწყვეტილება ეს არ შეიძლება გახდეს ცალკეული მოსამართლისა თუ მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის შემადგენელი ნაწილი და არანაირი კავშირი არ აქვს გადაწყვეტილებებს სასამართლო სისტემასთან. თუკი მხარეს არ მოსწონს, მას შესაძლებლობა აქვს რომ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს და თავისი სიმართლე იქ დაამტკიცოს", - განაცხადა მაღლაკელიძემ.


მისვე თქმით, ყოვლად დაუშვებელია, როდესაც კონკრეტული მოსამართლის პერსონიფიცირება და მისი გაიგივება ხდება მთლიანად სასამართლო სისტემასთან.


"მოსამართლეები არიან აკადემიური პროფესიის პირები, მათ აქვთ აკადემიური თავისუფლება რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები შემთხვევით და დაუმსახურებლად არ არიან მოხვედრილები თანამდებობებზე. დაუმსახურებლად არცერთი მოსამართლე არ მუშაობს სასამართლო სისტემაში. ამიტომ მიუღებელია და ჩემთვისაც გაუგონარი შემთხვევაა, როდესაც დაუსაბუთებლად, უსამართლოდ ლანძღავენ მოსამართლეებს. იყენებენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ბუნებრივია ეს ჩვენს, მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. რადგან ვემორჩილებით კანონს", -აღნიშნა მაღლაკელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930