გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ყოველმხრივ დადასტურდა, რომ იმ სახლში იმ ღამეს გაზი არ ყოფილა და თან ის მაღაზიაც დაუნგრევიათ, სადაც ჟვანიასთვის პროდუქტი შეიძინეს"

6-02-2018

„გაზეთ „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულმა ზაზა ჯაყელის ინტერვიუმ ზურაბ ჟვანიას საქმე თავდაყირა დააყენა", - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა „ასავალ-დასავალთან" საუბარში განაცხადა.

 

„ყოველმხრივ დადასტურდა, რომ იმ სახლში იმ ღამეს გაზი არ ყოფილა და თან ის მაღაზიაც დაუნგრევიათ, სადაც პრემიერისთვის პროდუქტი შეიძინეს. პროკურატურა მიჰყვეს ამ ფაქტებს. დღეს დიდუბის პანთეონთან ყვავილების ერთმა გამყიდველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი ადრინდელი ნათქვამი, რომ ზურას დაკრძალვის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, მის საფლავთან დაცვა იდგა. გაარკვიოს პროკურატურამ, რას იცავდნენ", -განაცხადა ოქიტაშვილმა.


qartuliazri.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930