გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე სენაკში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

11-05-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან აბაშიძე ქალაქ სენაკის სამხედრო დასახლებაში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებსა და იქ არსებულ პრობლემებს.

ასევე, ორი დღის განმავლობაში რუსლან აბაშიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე კომპაქტური ჩასახლება მოინახულა.

დევნილებთან შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930