გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილს ოპერაცია უტარდება

7-02-2018

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, ნიკა ქარცივაძის განცხადებით, თადარიგის პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მისი თქმით, პაციენტს გამჭოლი ჭრილობა გულის მარცხენა არეში აღენიშნებოდა. 
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოიყვანილია პაციენტი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, გულის მარცხენა არეში გამჭოლი ჭრილობა იყო. ჰქონდა ჰემორაგიული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. აყვანილი იქნა დაუყოვნებლივ საოპერაციო ბლოკში. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია. ძირითადი ეტაპები დასრულებისკენაა. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“- განაცხადა ნიკა ქარცივაძე.
შეგახსენებთ, რომ გუგეშაშვილის ოჯახს თავს რამდენიმე საათის წინ დაესხნენ, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი, თავად პოლკოვნიკი კი დაიჭრა. 
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30