გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: ეს ყველაფერი გახლავთ, თვით ანაკლიის პორტის პროექტის ხელმძღვანელების ხრიკი, რათა თავი აარიდონ საკუთარ ვალდებულებებს და ყველაფერი გადააბრალონ სახელმწიფოს

30-05-2019

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია ანაკლიის პროქტის შესახებ ბოლოდროინდელ ამბებს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ეხმიანება და წერს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით გაურკვევლობაა და სწორედ ამის მიზეზებზე საუბრობს.

"საკმაოდ დიდი ხანი ვაკვირდები,, ანაკლიის კონსორციუმის“ გადაწყვეტილებებს და არასოდეს გამიკეთებია კომენტარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და დღეს შემიძლია ვთქვა ჩემი დაკვირვებების შედეგები, კერძოდ: 
ყველამ კარგად ვიცით, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ,,რაღაც“ ვერ არის და ჩემი შეხედულებებით: 
ყოფილმა პრემიერმა კვირიკავშილმა, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგების შედეგად ტენდერში გაამარჯვებინა თავისივე უახლოეს მეგობრებს, რომლებიც არიან ანაკლიის კონსორციუმის მეპატრონეებიც და რაში გამოიხატება ტენდერში გაყვანა? 
- პრემიერმა გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც პირობები იყო ჩადებული ისეთი, რომელსაც ვერცერთი კომპანია ვერ დააკმაყოფილებდა, ერთ-ერთი პირობა კი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო ვერ იზრუნებდა ტვირთების დაზღვევაზე, რაც აპრიორში თავიდანვე ნებისმიერი კომპანიის მხრიდან უარის თქმის მიზეზი იქნებოდა. ამის შემდეგ, ტენდერში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი კომპანია (ანაკლიის კონსორციუმი), რომელმაც მიიღო უფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისა და რაც მთავარია, გარანტიები იმაზე, რომ კონსორციუმთან მთავრობის ხელმძღვანელი უკვე გამარჯვების შემდეგ გააფორმებდა ინდივიდუალურ აქტს, რომლითაც მას მიეცემოდა ყველა იმ პუნტქის შესრულების საშუალება, რომელიც ტენდერში არ იყო გათვალისწინებული. სავარაუდოდ, კვირიკაშვილი გამოსცემდა განკარგულებას ან/და გადაწყვეტილებას, ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის როგორც სადაზღვევო, ასევე - სხვა ფინანსური ვალდებულებების გაცემაზე. ე.ი სახელმწიფო აიღებდა მის მიმართ ვალდებულებებს, როგორც ექსკლუზივი კომპანია.

და რა ხდება ამის შემდეგ? 
კვირიკაშვილს ატოვებინენებ პოსტს და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს, კომპანია ვეღარ ასრულებს, მას აღარ ჰყავს ,,კრიშა“ და რჩება, ცალკე მოთამაშედ, რომელიც გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვას და პრემიერის დახმარების გარეშე, სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებების შესრულებას.

ორ კვირაში იწურება ის საბოლოო ვადა, როდესაც ,,ანაკლიის კონსორციუმმა“ უნდა მოახდინოს ინვესტიციების მოზიდვა. 
იკვეთება ამ ეტაპზე კიდევ ახალი სქემა, რომელიც ასე გამოიხატება: 
ვინაიდან, კომპანია ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, გადაწყვიტა სახელმწიფოსგან შეექმნა ეშმაკი და სავარაუდოდ კორუფციული გარიგებით, ის ,,ყიდულობს“ ფოთის პორტთან დამაკავშირებელი სახელმწიფო მოხელეს (გრიგოლ კაკაურიძეს), რომლისგანაც ,,X” კომპანია იღებს უფლებას, ფოთის პორტში მოახდინოს ტექნიკური და სამშენებლო სამუშაოები, რომელიც წარმოადგენს (ამ ეტაპზე) უდიდეს შეცდომას და შეიძლება ანაკლიის პორტის მშენებელ კონსორციუმს შეექმნას პრობლემებიც კი, მაგრამ ეს ყველაფერი გახლავთ, თვით ანაკლიის პორტის პროექტის ხელმძღვანელების ხრიკი, რათა თავი აარიდონ საკუთარ ვალდებულებებს და ყველაფერი გადააბრალონ სახელმწიფოს, ვითომდა მათ ყველაფერში ებრძვის მთავრობა და თვითონ ვეღარ ასრულებს იმას, რაც კანონითვე აქვთ მინიჭებული. 
მე არ ვამტკიცებ ამ ყველაფერს, მაგრამ მე მაქვს საკმაოდ გააზრებული ეჭვი აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და მაქვს კითხვა პროკურატურასთან: 
რას მიკეთებთ? აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით, რატომ არ ხართ ადეკვატურნი და რატომ ხდება, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებაც კი დგას საფრთხის წინაშე?

კარგი იქნება, თუ ამ კითხვებზე პასუხი გაეცემა და ყველა დაისჯება კანონის შესაბამისად " - წერს ანალიტიკოსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930