გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერის შეფასებით, ის ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“, არაეფექტურია

31-05-2019

"ის ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“, არის არაეფექტური და უნდა შეიცვალოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მოდელის შესაცვლელად საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.


„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ ამას არაფერია გასაკვირი. იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნეს მოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეცვლება. მათ შორის თქვენთან კონსულტაციის შედეგად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930