გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი სალარიძის საქმეზე: ამ საქმეზე რატომ საუბრობს შალვა შავგულიძე, რომელიც კომისიის წევრიც კი არ ყოფილა და ნაკლებად სავარაუდოა საქმის დეტალებზე ინფორმაცია ჰქონდეს

4-06-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ტელეკომპანია "პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმის გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე ისაუბრა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ეს იყო უაღრესად რთული საქმე, კომპლექსური საქმე, რომელზე მუშაობაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი დღითაც არ შეუჩერებია. თქვენ გახსოვთ, რომ მას შემდეგ რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, ჩვენ ხელახალი გამოძიების ფარგლებში არაერთი საგამოძიებო ღონისძიება ვაწარმოეთ, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩავატარეთ, ვახდენდით საზოგადოების და ბატონი ზაზა სარალიძის ინფორმირებას პროაქტიულ რეჟიმში და არაერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. ეს საქმე გახლავთ ნათელი დასტური იმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტობრივად, თავისი დანაპირები შეასრულა. უბრალოდ, როდესაც რაღაც პირობების შესრულებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, დრო რაც ასეთი კომპლექსური საქმეების გამოძიებას სჭირდება. 

ჩვენ მივყვებოდით საკმაოდ გეგმაზომიერად ყველა იმ პროცედურას, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის დადგენილი. მე მესმის, რომ საზოგადოებას ეს სჭირდებოდა გაცილებით უფრო ადრე, მაგრამ საზოგადოების განწყობებზე და საგამოძიებო კომისიის მოწოდებებზე და განწყობაზე დაყრდნობით ჩვენ ბუნებრივია, ადამიანებს ბრალს ვერ წავუყენებთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხებათ მოზარდებს. ძალიან სამწუხაროა და ეს საქმე ნათელი დადასტურებაა იმის, თუ როგორ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთი ტრაგედიების გამოყენება. 

ჩემთვის წარმოუდგენელია ამ საქმეზე რატომ საუბრობს მაგალითად, შალვა შავგულიძე, რომელიც კომისიის წევრიც კი არ ყოფილა და ამ საქმესთან დაკავშირებით ნაკლებად სავარაუდოა დეტალებზე ინფორმაცია ქონდეს. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია არჩევნების წინა დღეებში, ბატონი შავგულიძე რატომ საუბრობს, მე უბრალოდ ხაზს ვუსვამ, რომ ასეთ ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, პირველ რიგში დააზარალებს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც ასეთ საქმეებში დაზარალებულები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, რომელზეც დეტალურად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ის ადამიანებიც არ უნდა გაურბოდნენ პასუხისმგებლობას, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობის უარის გამო, გამოძიებისთვის გზა-კვალის არევის გამო, ეს პროცედურები აქამდე მიიყვანა“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30