გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარკეთილში 18 წლის ბიჭს ესროლეს

9-02-2018

ვარკეთილის მეორე მიკრო რაიონში 18 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 
შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტისას დაშავებულს ორი ახალგაზრდა ბიჭი მისდევდა. 
დაჭრილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
„ვინც დაჭრა გაიქნენ. ორნი იყვნენ, მოსდევდნენ. დაჭრილი წაიყვანეს. ფეხშია დაჭრილი“- განაცხადა ადგილობრივმა. 
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლით დაიწყო. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930