გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლის ორსულობის ამბავი მაშინ გაიგეს, როდესაც მას მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

6-06-2019

არაფერი შეგვინიშნავს, ბოლომდე აქტიური მოსწავლე იყო. სპორტის გაკვეთილებს ესწრებოდა, კალათბურთს და ფრენბურთს თამაშობდა - ამის შესახებ სკოლის დირექტორმა 16 წლის მოზარდის მიერ ბავშვის გაჩენის კომენტირებისას განაცხადა.


მისი თქმით, მომხდარის შესახებ, დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიგეს, როდესაც გოგონას მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.


„დერეფანში იყო გამოსული, მითხრა ცუდად ვარო. მერე გაკვეთილზე დაბრუნდა, თუმცა ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო. ჩვენ ბრმა ნაწლავი გვეგონა. ორსულობას ვერც ვიფიქრებდით, საერთოდ არაფერი ეტყობოდა. კლინიკიდან სამშობიაროში გადაიყვანეს, მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ორსულად იყო. ძალიან კარგი, აქტიური და მოწესრიგებული მოსწავლე იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა ხშირად არ გაუცდენია, თუ მას სურვილი ექნება, შესაძლებელია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში იაროს. ამ ეტაპზე ველოდები გამოძიებას, რის შემდეგაც მშობლებს დავუკავშირდები“ - აცხადებს სკოლის დირექტორი.


პედაგოგისვე ინფორმაციით, საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა.


„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.


უწყების ცნობით, ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.




ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031