გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმირ ზელენსკის პლაგიატში ადანაშაულებენ

6-06-2019

უკრაინის ახალ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პლაგიატში ადანაშაულებენ.


უკრაინული მედიის ცნობით, ბრიუსელში ვლადიმირ ზელენსკის მიერ წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტი ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადების იდენტური იყო.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა.


„წინასწარ დადგენილია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ბრიფინგისთვის თეზისებს აგზავნიდნენ და პარალელურად პეტრო პოროშენკოსთვის მუშაობას აგრძელებდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ.


ტიმოშენკოს თქმით, თუ დადასტურდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მოხელეების ყოფილ პრეზიდენტთან კერძო თანამშრომლობა, გატარდება მკაცრი მმართველობითი, დისციპლინარული და საკადრო ზომები. მან არ გამორიცხა, რომ მომხდარი საგარეო უწყების ცალკეული თანამშრომლების დივერსია და მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.


ვლადიმირ ზელენსკი პლაგიატში პეტრო პოროშენკოს პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ დაადანაშაულა. კერძოდ, მისი თქმით, ზელენსკიმ ბრიუსელში გამართული ბრიფინგისას პეტრო პოროშენკოს ერთ-ერთი გამოსვლიდან შემდეგი აბზაცი წაიკითხა, რომელშიც საუბარია, რომ „უკრაინა ევროკავშირში არის რუსეთის იმპერიალისტური პროექტის სიკვდილი“.


„სასიამოვნოა, რომ ვლადიმირი უსმენს პეტრო პოროშენკოს, თუმცა კორექტორის გარდა, მან სფიჩრაიტერიც უნდა აიყვანოს“ – აღნიშნა ცეგოლკომ „ფეისბუქში“.




1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031