გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასწრულწლოვანი დედა: არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ბავშვი არ მინდა

6-06-2019

ნათესავისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც ბავშვი გააჩინა, ახალშობილზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ფეხმძიმობის შესახებ არ იცოდა.


მომხდარზე კომენტარს აკეთებს სკოლის დირექტორიც.


სკოლის დირექტორის ინფორმაციით, 16 წლის გოგონასთვის ფეხმძიმობა არ შეუნიშნავთ.


ლამარა ტაბატაძე ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყეს, რაც გოგონას მუცელი ასტკივდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


"ბრმა ნაწლავი სტკიოდა და ამის გამო, სკოლაში სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. ის გადაიყვანეს არა სამშობიაროში, არამედ, არქიმედეს კლინიკაში. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ორსულად იყო. ის ძალიან კარგი გოგონაა, ნორმალურად სწავლობდა, სკოლა არ გაუცდენია და არც არაფერი მოუყოლია ვინმესთან. თუ მას სურვილი ექნება, რომ მომავალ წელს სკოლაში იაროს, მივცემთ ამის შესაძლებლობას"- აცხადებს ტაბატაძე.


მისივე ინფორმაციით, საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული.


ფაქტის შესახებ დირექტორს ოჯახთან არ უსაუბრია, თუმცა, აპირებს, რომ მათთან ამ საკითხზე ისაუბროს.


ბავშვი, რომელიც ლაგოდეხში ძალადობის მსხვერპლ გოგონას შეეძინა, 30 მაისს დაიბადა.


უკვე დანიშნულია ექსპერტიზები, რომ დადგინდეს ბავშვი გენეტიკურად ნამდვილად ეკუთვნის თუ არა კაცს, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია დადანაშაულებული.


შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწევლთან.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930