გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუშჩენკო $20 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულეს

6-06-2019

უკრაინის გენერალური პროკურატურა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს 540 მილიონი გრივნის ოდენობის (20 მილიონი დოლარის) სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.


„იუშჩენკომ რამდენიმე ადამიანთან წინასწარი შეთანხმებით, საკუთარი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების გზით, მიისაკუთრა სახელმწიფო ქონება - შენობათა კომპლექსი „მეჟიგორიე“, სახლი სოფელ ნოვიე პეტროვციში და მის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთები. ამ ქონების ღირებულება 540 მილიონ გრივნას აღწევს“, - განაცხადა სარგანმა.


მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება 2015 წელს დაიწყო. ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტებები თავად იუშჩენკომაც გააკეთა.


„4 ივნისს დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში, სადაც ეჭვმიტანილის სტატუსი მომანიჭეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრალდების თანახმად, 2002 წელს შევედი შეთქმულებაში ვიქტორ იანუკოვიჩთან, რათა ის შენობათა კომპლექს „მეჟიგორიეს“ დაუფლებოდა. ამ ბრალდებას მე არ ვეთანხმები, ვინაიდან ვერ ვხედავ ვერც საფუძველს და ვერც მტკიცებულებებს. ამას სასამართლოშიც დავამტკიცებ“, - წერს იუშჩენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე.


ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 2005-2010 წლებში იკავებდა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930