გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეთერ ცხაკაია: ათივე ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა და მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი

6-06-2019

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან, ასევე ორივე ქვეყნის საელჩოსთან, უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციასთან, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულთან ბავშვთა უფლებების საკითხებში და უფლებამოსილ პირთა შესაბამის ჯგუფთან,- ეს განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, ბავშვები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში და მათ ყველანაირი პირობა შექმნილი ჰქონდათ. ასევე, ქართულმა მხარემ მიიღო გარანტიები, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

,,ბავშვები მთელი ეს პერიოდი იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში. კერძოდ, ისინი განთავსებულნი იყვნენ მიმღებ ოჯახებში, სადაც შექმნილი ჰქონდათ ყველანაირი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. საჭიროებებიდან გამომდინარე, მუდმივად იმყოფებოდნენ ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ. მინდობით აღზრდის პერიოდში, ბავშვები მოინახულეს სახალხო დამცველმა, ბებიამ, ასევე, ამერიკის საკონსულოსა (რადგანაც ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა)და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც შსს -თან და პროკურატურასთან, ასევე ორივე ქვეყნის საელჩოსთან და უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციასთან, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულთან ბავშვთა უფლებების საკითხებში და უფლებამოსილ პირთა შესაბამის ჯგუფთან. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ქართულმა მხარემ გარანტიები მიიღო, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ“,- განაცხადა ეთერ ცხაკაიამ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031