გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესი არალეგალურია, ესტონეთი არ ცნობს ამ არჩევნებს

9-06-2019

ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ცხინვალის რეგიონში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებში გმობენ.

ესტონეთის საგარეო საქმთა მინისტრის, ურმას რეინსლაუს თქმით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მათი ქვეყნის მიერ მკაცრადაა დაგმობილი. მისი განმარტებით, ეს პროცესი არალეგალურია, ესტონეთი არ ცნობს ამ არჩევნებს. 

"ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი კი მისი განუყოფელი ნაწილია", - წერს ურმანს რეინსლაუ.

რაც შეეხება ლიტეუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლიკევიჩუსის განცხადებას, იგი წერს, რომ ლიეტუვა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930