გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ყველას მოვუწოდებ, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს

9-06-2019

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გია ვოლსკი განცხადებას აკეთებს.


"ვერ ვიტყოდი , რომ განცხადებისთვის რაiმე ახალი გარემოებები მაქვს. მინდა ხაზი გავუსვა , რომ თბილისმა , საქართველომ როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი . ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც , განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა.


იყო გარკვეული პროვოკაციები , მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ და ის რაც ხდება, მისასალმებელია.


სამი საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე, ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო ადმინისტრაციას , აქტივისტებს, ყველა პარტიის წარმომადგენელს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე , როგორც შეეფერება ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930