გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: ეს ქმნის შესაძლებლობას, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოთი

10-06-2019

„ასეთი შეფასებები ქმნიან პერსპექტივას, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით, რაც ქმნის მეტი ეკონომიკური დოვლათის შექმნის შესაძლებლობას“ - ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ განაცხადა, რითაც ავტორიტეტული გამოცემის Global Finance - ის მიერ საქართველოს შეფასებას გამოეხმაურა.

შეფასების თანახმად, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყნაა. 

ოთარ ანგურიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო გამოცემები დადებით შეფასებებს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. მისი თქმით, ასეთი შეფასებები ქმნიან შესაძლებლობას, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით, რაც ქმნის მეტი ეკონომიკური დოვლათის შექმნის შესაძლებლობას. 

„განხორციელებული საგადასახადო რეფორმები, რომლითაც საქართველო გახდა რეგიონში ყველაზე ლიბერალური და დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა, იძლევა შესაძლებლობებს, რომ უფრო მეტი პოზიტიური გარდაქმნა მოხდეს და გაუმჯობესდეს ქვეყნის სოციალური მდგომარეობა,” - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ. 

მისი თქმით, დღეს საქართველო თავისი საინვესტიციო გარემოთი საკმაოდ მიმზიდველია არამხოლოდ ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებმაც ზუსტად იციან, რაში ჩადონ ფული, არამედ ფინანსური ინვესტორებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თანხის განთავსება, აინტერესებთ და მოსწონთ საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველოს მთავრობისგან მოელიან კონკრეტულ პაკეტებს, კონკრეტულ შეთავაზებებს.

„არსებული პოლიტიკა მიმართულია, განახორციელდეს უფრო ეფექტიანი და კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც გამოიხატება უფრო სწრაფ, გამჭვირვალე და ეფექტურ გადაწყვეტილებებში ინვესტორებთან და ბიზნესებთან მიმართებაში,” - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930