გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: სიძულვილი, აგრესია არასდროს არ ყოფილა, არ არის და არ იქნება ჩვენი პოლიტიკური ძალის კურსი

10-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით 2020 წლის არჩევნებში ქართულ ოცნებას ახალი, კომპეტენეტური ადამიანები შეემატებიან.

„ყველა ქვეყანაში არის პოლარიზების ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს მოიტანა თანამედროვე ტექნოლოგიებმა. ახლა ჩამოვედი აშშ-დან, ხშირად მიწევს ევროპაში ყოფნა. ყველაგან არის ასეთი განცდა, რომ ადამიანებს უწევთ არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. დამერწმუნეთ, არ არის ქვეყანა, სადაც ეს განცდა არა აქვთ. ჩვენ იზოლირებულები არ ვართ, ჩვენც ვართ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, იგივე ტიპის გამოწვევები გვაქვს, რაც ყველა ჩვენნაირი ტიპის ქვეყანას, ამიტომ ძალიან რთულია ისაუბრო იმაზე რომ არ არის ყველა აღფრთოვანებული რომელიმე პოლიტიკური ძალით. აღარ არის ასე. ყველას გვიწევს და მოგვიწევს შევთავაზოთ ამომრჩეველს რომელია უკეთესი, რომელია უარესი და ამომრჩეველს მოუწევს აქ არჩევანის გაკეთება.

ჩვენი როლი რაც არის ამ წლების განმავლობაში და რასაც ცდილობს ქ/ოცნება, არის ის, რომ ის მძიმე წარსული, მძიმე პოლიტიკური მიდგომები, რაც ქვეყანას ტრამვად აჩნია - ძალადობრივი, სიძულვილი, აგრესია - რაც ვერა და ვერ მოიშორა ჩვენმა ოპონენტმა ისევ, - აი ეს არასდროს არ ყოფილა, არ არის და არ იქნება ჩვენი პოლიტიკური ძალის კურსი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შევთავზოთ მოსახლეობას ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ- ხან გამოგვდის, ხან ვერა- მაგრამ ამას მუდმივად ვცდილობთ. ეს არის: სტაბულურობა, სტაბილური განვითარების საშუალება, მეტი დემოკრატია, რომ მასზე არ ძალადობდნენ, ჰქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება, გამოხატვისა და აზრის თავისუფლება და ეკონომიკური წინსვლა, რაც მთავარია. ჩვენ ამაზე ვართ მთლიანად ორიენტირებულნი და ამაზე ვიქნებით.
2020 არჩევნებში ჩვენს პოლიტიკურ ძალას ახალი ნაკადი, კომპეტენეტური ადამიანები შემოემატებიან, რაც ყველა პოლიტიკური ძალისთვის, და მით უფრო მმართველი ძალისთვის ძალიან მნიშვენელოვანია.

2020 ხმები განაწილებდა ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს საპარლამენტო არჩევნებია. ბარიერი 3%-იანია. ჩვენ ვერ ავცდებით ბევრ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში. მომავალი პარლამენტი იქნება ჭრელი. მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თქვენ რომ „შუა“ ახსენეთ და ვერაფერს რომ ვერ სთავაზობს ამომრჩეველს, ხოლო ჩვენი ოპონენტები სთავაზობენ ძალიან ცუდს და დესქტრუქციულს, ბუნებრივია, ჩვენ ვეძებთ და ყველაზე მეტად შევთავაზებთ იმას რაც ქვეყანას სჭირდება.
გვაქვს მოლოდინი რომ უმრავლესობით დაუჭერს ჩვენს პოლიტიკურ ძალას ამომრჩველი მხარს, თუმცა რა თქმა უნდა ბევრად უფრო მეტი პარტია იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ბევრად უფრო ჭრელი იქნება პოლიტიკური წარმომადგენლობა და ნელ-ნელა ეს იქნება შემზადება იმ რადიკალური ცვლილებებისთვის რომელიც 2024 გველოდება.“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930