გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია უმრავლესობას - ემსგავსებით იმ ძალას, რომლის შესაცვლელად ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ - აღარ არის განსხვავება თქვენს შორის!

11-06-2019

როცა ასე ექცევი სასამართლოს, როცა გინდა აქციო შენს დაქვემდებარებულ უწყებად, ეს შიშის ბრალია. ემსგავსებით იმ ძალას, რომლის შესაცვლელად ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. აღარ არის განსხვავება თქვენს შორის, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და ლონდა თოლორაიას კანდიდატურა სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციაზე დაიწუნა.


დეპუტატის თქმით, თოლორაია ახლა წარმოადგენს იმ უწყებას, რომლის წინააღმდეგაც შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც მოუწიოს, რაც ბესელიას შეფასებით, სახიფათოა.


„ჩანს ტენდენცია ძალოვანი უწყებებიდან სასამართლოში გადმოსვლის. ეს ტენდენცია არის სახიფათო, ამ ფონზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორის ახალ თანამდებობაზე შემოთავაზებულია კადრი, რომელიც არის იმ პროკურატურის წარმომადგენელი, რომლის გამოც ჩვენ საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე რეკომენდაცია მივიღეთ 2013 წელს პარლამენტში და რისთვისაც ეს მექანიზმი შეიქმნა. დღეს ის წარმოადგენს შს სამინისტროს, რომლის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულზე შეიძლება ინსპექტორმა გამოძიება დაიწყოს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ უკან იდგმება ნაბიჯები. როგორც არ უნდა შეიფუთოს, რა სახელიც არ უნდა დაერქვას, ადამიანი წარმოადგენს სისტემას, რომლის წინააღმდეგაც მას მოუწევს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ინტერესთა კონფლიქტის მატარებელია ასეთი გადაწყვეტილებები. ეს არის შიშის გამოხატულება. მეშვიდე წელს ამ ცდუნებებს რომ ვერ უძლებს მმართველი პარტია, შიშის ბრალია, მაგრამ შიში ვერ დაძლევს იმ შედეგებს, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. როცა ასე ექცევი სასამართლოს, როცა გინდა აქციო შენს დაქვემდებარებულ უწყებად, ემსგავსებით იმ ძალას, რომლის შესაცვლელად ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. აღარ არის განსხვავება თქვენს შორის. არ ვაპირებთ ამას მშვიდად ვუყუროთ“, - განაცხადა ბესელიამ.


დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს კენჭს უყრიან. ცნობისთვის, ერთ-ერთი კანდიდატი შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაიაა.




ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930