გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: სამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია

11-06-2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში სამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია.

„მოხდა შეთანხმება და უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიც არის დისციპლინური პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში, ანუ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მაშინ, როდესაც შესაძლებელია ადგილი ქონდეს დისციპლინურ გადაცდომას, საქართველოს სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლი და მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების გაჯანსაღება და ასევე მესამე საკითხი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მართვის და ოპერირების წესები” - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის თემაზე წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე დისკუსიები და დებატები იყო.

„ჩვენ დავდეთ პირობა, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელმაც უნდა უპასუხოს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს და რომლებიც ღიად იყო დატოვებული ან გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდა და იყო იდენტიფიცირებული, სხვადასხვა პირების , საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების სისტემაში სწორი და ჯანსაღი პროცესების წარმართვას, ვთქვით, რომ ამ რეფორმას საკმაოდ სწრაფად შევქმნიდით, წარვმართავდით და დავაინიცირებდით. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ საკითხებზე შეთანხმებას და მე ძალიან მიხარია, რომ როგორც ჩანს, ის პროექტი, რომელზეც იყო შეთანხმება, სულ მალე იქნება ინიცირებული. პრინციპში, ამ სამივე მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს შემოგვთავაზებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, ამ კანონპროექტის დაინიცირებასთან ერთად, მიღწეული იქნება ის შედეგი, რომ ყველაზე მკვეთრად, მკაფიოდ იდენტიფიცირებული არსებული პრობლემები საბჭოს საქმიანობის თუ მართლმსაჯულების მართვის კუთხით არსებული, საკანონმდებლო დონეზე სწორი ცვლილებებით იქნება ნაპასუხევი” - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამ პროცესს მართავდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930