გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: საზოგადოებას ამ აგრესიის და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება არჩევნების შედეგებში

11-06-2019

„ძალიან მიხარია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ამ აგრესიის და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება სწორედ არჩევნების შედეგებში, ალბათ ეს არის ყველაფრის პასუხი” - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს. 

მისი თქმით, დღეს ოპოზიციის მხრიდან აგრესიის, სიძულვილის და ღვარძლის შემცველი განცხადებები გაკეთდა. 

„ერთადერთი, ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა ვუთხრა, რომ სხვა დროს, როდესაც გადაწყვეტს, რომ ჩემი ციტირება მოახდინოს, ეს სწორად გააკეთოს და თავის სიტყვებს მე ნუ მომაწერს, იმიტომ, რომ გვარები, რომლებიც მას ალბათ მხოლოდ სმენია, მე მათ ვიცნობ და შესაბამისად, მათი მითითებები არ მჭირდება ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში. ეს ისედაც მშვენივრად გამომდის” - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930