გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო რობაქიძე: ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს

11-06-2019

კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს.

რობაქიძე პრესკონფერენციის დაწყებამდე მივიდა დარბაზში, სადაც იმ დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა.

"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში"- აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031